|
Wednesday, 17 February 2010 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქ. ბათუმში გაიმართა სემინარი სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით.
სემინარში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაწსებულებების სახელმწიფო შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები, ასევე იმ სამეწარმეო სუბიექტების წარმომადგენლები, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში ფლობს წილთა 50 %-ზე მეტს.
სამინისტროს მოწვევით სემინარზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მოადგილე ჯაბა ებანოიძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თოდრიამ, სახელმწიფო შესყიოდვების სააგენტოს თავმჯდომარემ,ასევე შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა. მათ შეხვედრის მონაწილეებს განუმარტეს კანონმდებლობაში უკანასკნელ პერიოდში შეტანილი ცვლილებები და უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს.
|