მთავარი
ძებნა
საიტის რუქა
კონტაქტები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქარ.
მთავარი
სამინისტრო
ფინანსები
ეკონომიკა
ინვესტიციები
პრივატიზაცია
საწარმოები
ბუნ. რეს. ლიცენზირება
ბმულები
კონტაქტები
დაწვრილებითი ძებნა
 

კალენდარი

 <<
სექტემბერი 2010
>> 
 კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
   1  2  3  4
  5  6  7  8  91011
12131415161718
19202122232425
2627282930 
Blog Technology
 .
 

ბიზნეს დირექტორია

42-181153781450.jpg


მთავარი

სივრცითი მოწყობის სქემის გეგმარებითი დავალების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება Print E-mail
Wednesday, 30 December 2009
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემის გეგმარებითი დავალების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და ჰოლანდიელ ექსპერტთა მხარდაჭერით 2009 წლის 21-23 დეკემბერს, სამინისტროში მოეწყო ე.წ. `Sketch Match~ (ინტერაქტიული დაგეგმარების მეთოდი) ფორმატის შეხვედრები, რომლშიც, უცხოელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო/სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის რამდენიმე სტუდენტმა.  
 შეხვედრები მიმდინარეობდა სამუშაო რეჟიმში, კერძოთ, მონაწილეთაგან დაკომპლექტდა 4 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფი შედგებოდა 6-6 წევრისაგან. თითოეულ ჯგუფს ევალებოდა ცალკეული სფეროს (ტურიზმი, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ა.შ.) მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკის რუკებზე როგორც არსებული ობიექტების, ისე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების დატანა. პარალელურად მიმდინარეობდა მსჯელობა და გეგმარების პროცესში გამოვლენილი პრობლემებისა თუ სირთულეების ანალიზი, დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. შეხვედრებზე გამოიკვეთა არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაგეგმარების წარმართვას ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად.
 
 23 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა შემაჯამებელი, დასკვნითი შეხვედრა, მოეწყო შესაბამისი პრეზენტაცია მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით, სადაც განხილულ იქნა სამომავლო გეგმები და ჰოლანდიურ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის დეტალები.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ბატონი ლევან ვარშალომიძე, ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი, ჰოლანდეილ ექსპერტთა ჯგუფი, აგრეთვე, 21-22 დეკემბრის შეხვედრების სხვა მონაწილეები.
 

 title1.jpg

 

adjara_aaaa.gif

 

საინვესტიციო პროექტები


42-181153781.jpg 
2005896.jpg
 

ამინდი ბათუმში

 

ვალუტის კურსი

ვალუტის კურსი
 

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი ვებ-გვერდი?
 
 

სტატისტიკა

გვერდზე იმყოფება 1 სტუმარი

სულ ვიზიტორთა რაოდენობა


Last updated : 2010-03-31 10:31:07
© 2010 mofea.ge
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.