მთავარი
ძებნა
საიტის რუქა
კონტაქტები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქარ.
მთავარი
სამინისტრო
ფინანსები
ეკონომიკა
ინვესტიციები
პრივატიზაცია
საწარმოები
ბუნ. რეს. ლიცენზირება
ბმულები
კონტაქტები
დაწვრილებითი ძებნა
 

კალენდარი

 <<
სექტემბერი 2010
>> 
 კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
   1  2  3  4
  5  6  7  8  91011
12131415161718
19202122232425
2627282930 
SVTechie High Level Synthesis
 .
 

ბიზნეს დირექტორია

42-181153781450.jpg


მთავარი arrow ინვესტიციები

ინვესტიციები რეგიონში Print E-mail
Thursday, 01 May 2008

ინვესტიციები რეგიონში

  აჭარის რეგიონში ინვესტიციების ზრდა აიხსნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიბერალური რეფორმებით. ამასთან აჭარის რეგიონი საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით გამოირჩევა გეოეკონომიკური მდებარეობით, განვითარებული ინფრასტრუქტურით, ძლიერი საფინანსო სისტემით, საერთაშორისო იმიჯის ზრდით.
   2008 წელს ჩვენს რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციების საერთო მოცულობამ 130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 95 მლნ. აშშ დოლარი წარმოადგენდა უცხოურ ინვესტიციებს, 35 მლნ. აშშ დოლარი - ადგილობრივ ინვესტიციებს. 2007 წელთან შედარებით ინვესტიციების 35%-იანი კლება, მნიშვნელოვან წილად განპირობებული იყო 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებით, რამაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი რიგი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას. თუმცა როგორც საპროგნოზო მონაცემებიდან ჩანს 2009 წელს კვლავ მოსალოდნელია საინვესტიციო აქტივობის ზრდა.
   2005-2008 წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა რეგიონის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში: ტურიზმში, მშენებლობაში, მრეწველობაში, ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სხვადასხვა სფერში.
დარგებს შორის მოზიდულ ინვესტიციათა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ტურიზმის სექტორი. რაც ძირითადად განპირობებულია ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალით, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული საპრივატიზაციო პროცესით და უცხოელი ინვესტორების დაინტერესებით მაქსიმალურად გააუმჯობესონ და გამოიყენონ აჭარის ტურისტული პოტენციალი.
   ინვესტიციების მსხვილ მასშტაბებზე მეტყველებს თანამედროვე სასტუმრო კომპლექსებისა და გასართობი ინფრასტრუქტურის ინტენსიური მშენებლობები მთელი რეგიონის ფარგლებში.
   2008 წელს ექსპლუატაციაში შევიდნენ ისე მაღალი დონის სასტუმრო-კომპლექსები, როგორებიცაა - ჯორჯიან პალას ჰოტელი, ბაკური-ჯი, ელეგანტი, ისტამბული და სხვები.
   მიმდინარეობს მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა და რეგიონის სასტუმრო ბიზნესში შემოდიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Radisson, Sheraton Palace, Hilton, Hyatt, Hotel Belle Vue, Sea Shore Hotel და სხვები.
   აგრეთვე აღნიშვნის ღირსია მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციები მშენებლობის სექტორში. დღეს აჭარაში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, ერთდროულად შენდება რამოდენიმე მსხვილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი.
მრეწველობის დარგში, 2005-2008 წლებში აჭარაში გაიხსნა რამოდენიმე მსხვილი კვების გადამამუშავებელი საწარმო, საფეიქრო საწარმოები, სამრეწველო და სავაჭრო დანიშნულების საწარმოები, ამოქმედდა ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა, გაიხსნა რამოდენიმე ახალი წიქვილკომბინატი.


ინვესტიციები აჭარაში 2004-2008 წლებში
(მლნ. აშშ. დოლარი)

   2004 2005  2006 2007 2008 2009
(პროგ)
 სულ ინვესტიციები

50

 100

140

200

130

235

 ადგილობრივი ინვესტიციები

 28,5

 53,6

 59,8

67,6

35

71

 უცხოური ინვესტიციები

 21,5

46,4 

 46,4

80,2

132,4

165



 
 invest1.jpg















 


 ინვესტიციები პრივატიზებულ ობიექტებში

   ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული საპრივატიზაციო პროცესი, გახდა ერთ-ერთი იმ წინაპირობათაგანი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ინვესტიციათა ნაკადის ზრდას რეგიონში.



 ინვესტიციები პრივატიზებულ ობიექტებში 2004-2008 წლებში
(მლნ. აშშ დოლარი)

   2004 2005 2006 2007 2008  2009
(პროგ)
 
ინვესტიცია პრივატიზებულ ობიექტებში 

 18

 46

78

132

 91

129 

დანარჩენი ინვესტიციები

 32

 54

 62

 68

 39

 106

სულ ინვესტიციები 

 50

100 

 140

 200

130 

 235



 invest2.jpg

 


 

 

 

 

 

 

 

 




ინვესტიციები აჭარაში დარგების მიხედვით 2004-2008 წლებში
მლნ. აშშ დოლარი

 

 2004

2005

2006

2007

2008

2009
(პროგ)

 სულ ინვესტიციები 

50

100

140

200

130

235

 ტურიზმი

13,6

34,2

55,8

78,6

51,1

91,7

 ტრანსპორტი და
კავშირგაბმულობა

18,0

30,0

 40,0

55,0

35,8

63,5

 მშენებლობა

12,2

25,2

 28,5

39,0

25,4

47,0

 მრეწველობა

3,5

7,2

 11,9

23,9

15,5

28,2

 სხვა დარგები

2,8

3,5

 3,8

3,5

2,3

4,7


 invest3.jpg
 
© 2010 mofea.ge
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.